კატების საერთაშორისო ფედერაცია რუსულ კატებს სანქციებს უწესებს
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2022 21:17
კატების საერთაშორისო ფედერაცია რუსულ კატებს სანქციებს უწესებს

 

კატების საერთაშორისო ფედერაციის (FIFe) განცხადებით, რუსეთში გამოყვანილი ვერც ერთი გატა ვერ შეძლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, FIFe-ს მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილეობას. ამასთან, რუსული კატები ვერ მოხვდებიან ორგანიზაციის საგვარეულო ნუსხაში.

ამასთან, “ფიფეს” ბიუჯეტის ნაწილი უკრაინაში კატების მოყვარულებისა და სელექციონერების მხარდაჭერას მოხმარდება.

არსებული ინფორმაციით, რუსული ჯიშის კატებისთვის დაწესებული შეზღუდვა 31 მაისამდე იმოქმედებს.

“აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა გახანგრძლივდება, ან გადაიხედება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.