პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2022 20:19
პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს

 

რუსულმა არხებმა სასწრაფო წესით შეაჩერეს ყველა რეკლამა, სადაც მონაწილეობას ცნობილი შოუმენი, მაქსიმ გალკინი იღებდა. საქმე გალკინის პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება, რომელმაც ღიად დაგმო პუტინის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

ყველაზე დიდი დანაკარგი „ურალსიბის“ ბანკმა განიცადა. რეკლამა მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ბანკს ძალიან ძვირი დაუჯდა. ამ დროისთვის გალკინს კომენტარი არ გაუკეთებია.