ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში - რეზნიკოვი
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2022 15:15
ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში - რეზნიკოვი

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით,  ქვეყანაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა.

"66 224 - ამდენი ადამიანი ახლა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა უკრაინაში! უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ! იბრძოლე უკრაინელივით", - წერს რეზნიკოვი.