თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსის“ კალათბურთელია
ამობეჭდვა · 07 / 03 / 2022 23:48
თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსის“ კალათბურთელია

 

თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“. ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა:

„სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. თოკო გუნდის შემადგენლობას კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე უნდა ავღნიშნო გენერალური მენეჯერის პაოლო რონჩის წვლილიც, მან ყველაფერი იღონა მოლაპარაკებები წარმატებით რომ დასრულებულიყო. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“.

შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia.