უეჭველად სანახავი ადგილები ბათუმში
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2022 16:13
უეჭველად სანახავი ადგილები ბათუმში

 

 

ბათუმი - ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია დღევანდელი საქართველოს რეალობაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. თავისი უნიკალურობით გამორჩეული აჭარის დედაქალაქი ყოველთვის საინტერესო იყო მეზობელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისების პარალელურად ქალაქი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანი აუცილებლად იპოვის თავშესაქცევსა და გასართობთან ერთად ადგილს, სადაც დაბინავებას შეძლებს, რადგან ბინები დღიურად ბათუმში მუდმივად ხელმისაწვდომია. ბათუმი ღრმა და კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ნაპირასაა გაშენებული, რომელიც მდებარეობს ბათუმის ყურესთან, ზღვის დონიდან 3 მეტრზე. როგორც ვიკიპედიაზე ვკითხულობთ, სახელწოდება „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვა „ბათუსიდან“, რაც განიმარტება როგორც ღრმა. პირველად ის რომაელმა მწერალმა, ილინიამ მოიხსენია თავის ნაწერებში, რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლას ეხებოდა. ის ასახელებს მდინარეს — „Bathys“, ხოლო მოგვიანებით კი ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე თავის ნაწარმოებშიც აღწერს მას.

წლის ყველაზე ცხელი სეზონი უამრავი ადამიანისთვის სწორედ ამ ქალაქთან ასოცირდება და უამრავი ადამიანი ჩამოდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბინები ბათუმში რთულად საპოვნელია, შეიძლება მაქსიმუმ სასურველ ლოკაციაზე პოვნა გაჭირდეს, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაფერია, მთავარია ძებნის სწორ ხერხებს ფლობდეთ. ამ ქალაქში უამრავი სანახავი ადგილია თავმოყრილი, სტატიაში კი გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ მას შემდეგ, რაც ბათუმის ზღვის სანაპიროს დატოვებთ.

ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მასში არსებული მცენარეთა სახეობებით გამოირჩევა მსოფლიოში. აქ სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან აღებულია ისეთი მცენარეები, რომლებიც უნიკალურად თანაარსებობენ და შესაშურ ფლორას ქმნიან. ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელსაც ზაფხულის სიცხისგან გაბეზრებულებს შეგიძლიათ თავი შეაფაროთ და ჩაიძიროთ მის სიმწვანეში.

კოლონადები

ლამაზი სანახაობისა და კარგი სურათებისთვის კოლონადებს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ულამაზესი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა უკვე 80 წელია ბათუმის ბულვარს ამშვენებს.

პიაცა

პიაცა ნამდვილად ის ადგილია, სადაც საღამოს აუცილებლად უნდა გაისეირნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პარტნიორთან ან მეგობრებთან ერთად ხართ. მართალია, მოედნის იდეა ვენეციური მოედნიდანაა აღებული, თუმცა პიაცას თავისი უნიკალური ხასიათი აქვს. აქ განთავსებულია რესტორანი და სასტუმრო, საღამოობით შეგიძლიათ ცოცხალი მუსიკით დატკბეთ.

პანორამული ბორბალი

წლების განმავლობაში ბორბალი ბათუმის სიმბოლოთაც კი იქცა და აუცილებლად სანახავი ადგილია. ის მთლიანობაში 55 მეტრი სიმაღლისაა, შესაბამისად ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ქალაქის ულამაზესი ხედის დასათვალიერებლად. ბორბალი ერთი წრის გაკეთებას დაახლოებით 10 წუთი უნდება.

საბაგირო არგო

ბათუმის ფუნიკულიორი ნამდვილად საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ქალაქში გასეირნება და სიახლეების აღმოჩენა უყვარს. საბაგიროს საშუალებით შეძლებთ დატკბეთ ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებით. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.

გონიოს ციხე

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე I საუკუნეშია დაარსებული და აქ განთავსებულია მუზეუმი და ნაკრძალი, სადაც დაცული ექპონატები დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე 535 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებითაა აშენებული და ეს სწორედ ის ცნობილი ქაჯეთის ციხეა, რომელიც რუსთაველმა ლეგენდარულ ვეფხისტყაოსანში აღწერა. პეტრას ციხე ბათუმთან ახლოს, ციხისძირში მდებარეობს.