სად ვიშოპინგოთ?
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2022 16:16
სად ვიშოპინგოთ?

 

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და აუცილებელი ნაწილია, რომელიც ყველას ახარებს, იმისდა მიუხედავად, ახალი სამოსი აქვს თუ არა. ტანსაცმლის ძიება, არჩევა და მერე შეძენა ერთგვარი განტვირთვაა, რომელიც კარგ განწყობაზე აყენებს ადამიანს, ავიწყებს ნებისმიერ პრობლემას და ეხმარება ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადებითად მომართვაზე. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, მაღაზიებში გავლა ნამდვილად იქონიებს დადებით გავლენას როგორც თქვენს ხასიათზე, ასევე ჩაცმულობაზეც. ყველა ადამიანს სურს გემოვნებიანად და დახვეწილად გამოიყურებოდეს, ამისათვის კი აუცილებელიც კია ჩაცმას შესაბამისი პრიორიტეტი მივანიჭოთ და დრო მისთვის გამოვყოთ.

შოპინგისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენაა მუდმივად ახალი სამოსის შედარებით დაბალ ფასში ძიება, რის გამოც შეიძლება მთელი მოლიც კი შემოვიაროთ, ან სულაც საყვარელ ბრენდს ვებ-საიტზე დავუდარაჯდეთ სასურველ მოდელზე ფასდაკლების მოლოდინში. შედარებით დაბალი ფინანსების შემთხვევაში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მაგალითად საკმაოდ პოპულარულია მეორად მაღაზიებში გავლა, სადაც შეიძლება გამორჩეულ სამოსს ძალიან, მართლა ძალიან დაბალ ფასად მივაგნოთ. ასევე, შეიძლება მკერავთან ვიზიტიც დავგეგმოთ და სასურველი დიზაინი შევუკვეთოთ, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ალბათ, შოპინგი ნაკლებად გამოდის. დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის იდეალური ალტერნატივა აუთლეტ მაღაზიებში გასეირნებაა, რომელიც თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში კი კარგა ხანია დამკვიდრდა ეს პრაქტიკა.

აუთლეტ მაღაზია გარკვეულწილად ნიშური მაღაზიაა, სადაც ბრენდები განალაგებენ წინა წლის კოლექციას საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებ ღირებულებაში. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ ხშირად ბრენდები ზედმეტი ოდენობით უშვებენ სხვადასხვა პროდუქტს და მათ სრულად გაყიდვას ვერ ასწრებენ სეზონის დახურვამდე, ხოლო, იმისათვის, რომ გაუყიდავი პროდუქტი მაინც გაყიდონ, მათ აუთლეტ მაღაზიებში გზავნიან, სადაც საკმაოდ დაბალ ფასადაა შეძენა შესაძლებელი. აუთლეტ მაღაზიაში შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ზოგიერთ პროდუქტს ჰქონდეს უმნიშვნელო გარეგნული წუნი ჰქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოსი უხარისხოა. როგორც წესი, ასეთი სახის დეფექტი ხშირად თვალით შეუმჩნეველიც კია. აუთლეტ მაღაზიაში შეიძლება პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით იყოს და მეორედ მისვლაზე აღარც კი დაგხვდეთ.

საქართველოში აუთლეტ მაღაზიები თანდათან იკიდებენ ფეხს, მომხმარებლებში კი სულ უფრო მეტი მოლოდინი ჩნდება. ამას გარდა, მსგავსი ტიპის მაღაზიები საკმაოდ პოპულარულია უცხოელი სტუმრებისთვისაც, Outlet in Tbilisi ერთ-ერთი საკმაოდ დაგუგლვადი წინადადებაა. ასეთი სახის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო სივრცე, რომელიც თავს მოუყრიდა საქართველოში არსებულ ყველა ადგილობრივსა თუ საერთაშორისო ბრენდს, რომელიც გააერთიანებდა როგორც მსოფლიოში პოპულარულ, ასევე ამ სფეროში დამწყები ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებს. აუთლეტ სოფლის კონცეფცია ასეთი იდეისთვის იდეალური აღმოჩნდა და სულ მალე ადგილობრივ მომხმარებელს, მეგობარი ქვეყნის სტუმარსა თუ ნებისმიერი ქვეყნის ვიზიტორს საშუალება ექნება ევროპა-აზიის გზაგასაყარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სივრცეში შოპინგის.

Outlet store Tbilisi მეზობელი ქვეყნებისთვისაც ნამდვილად დამაინტერესებელია და ხშირად სწორედ თბილისში ეძებენ აუთლეტ მაღაზიებს წინასწარ, რათა ჩამოსვლამდე იცოდნენ სად შეიძლება ეგულებოდეთ კარგი ადგილი შოპინგისთვის. აუთლეტ მაღაზია ნებისმიერი სეგმენტის ადამიანისთვის საინტერესოა, შესაბამისად საკმაოდ დიდი პოტენციალიც აქვს მომავალში.