რა ტექნიკის ჩუქებაა იდეალური გაზაფხულზე
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2022 16:21
რა ტექნიკის ჩუქებაა იდეალური გაზაფხულზე

 

მართალია, ზამთარი უკვე ჩავლილი ამბავია, თუმცა ცივი ამინდები ჯერ კიდევ ყოველდღიური რეალობაა, ამიტომ გაზაფხულის პირველი ეტაპის გასახალისებლად საუკეთესო საშუალება ის საჩუქრებია, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს ვაჩუქოთ ან სხვა გავანებივროთ, ასეთ დროს კი ტექნიკა იდეალური საშუალებაა, რომელიც მარტის თვეს ერთი-ორად საინტერესოს გახდის.

ფოტოაპარატი

გაზაფხულის პირველი პერიოდი მხოლოდ ცივი ქარები არ გახლავთ, საკმაოდ ცვალებადი დროა, ამიტომაც თუ აქა-იქ ბოდიალი გიზიდავთ და სიამოვნებას განიჭებთ სხვადასხვა ხედების ნახვა, ხოლო ტელეფონზე აღბეჭდვა მოგბეზრდათ, რატომ არ აღბეჭდავთ კამერაზე? თანამედროვე რეალობის სმარტფონებისთვის ერთი კამერა მოსაწყენია, ამიტომაც შემქმნელები ცდილობენ რამდენიმე ულტრა მაგარი კამერით აუცილებლად აღჭურვონ, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის, რადგან ფოტოაპარატით გადაღება საერთოდ სხვა გამოცდილებაა. ფოტოაპარატის რამდენიმე ტიპი არსებობს - დაწყებული ბიუჯეტურიდან, დამთავრებული საკმაოდ ძვირიანით. მთავარია წინასწარ იცოდეთ რა მოლოდინი გაქვთ კამერისგან და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური თუ პროფესიონალური გჭირდება, არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე, თქვენს სურვილსა და ბიუჯეტზეა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია იმ კამერის ყიდვა, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ და გეკომფორტულებად.

დრონი

დრონები ნამდვილად ის ძალიან მაგარი გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში ბორბალთან ერთად, რომელმაც ახალ დონეზე აიყვანა ფოტოგრაფია. მისი მართვა საკმაოდ გასართობი საქმიანობაა, რომელიც საინტერესო შეგრძნებებს ჰპირდება ნებისმიერს, ვისაც ეყოფა გამბედაობა და სამართავ პულტს ხელში დაიჭერს. მისი გამოყენება უამრავ განსხვავებულ სიტუაციაშია შესაძლებელი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაინც ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად ვოიაჟისას ადგილობრივი ხედების დაფიქსირებაა, რადგან ზემოდან დანახული სამყარო სრულიად ცვლის ხედვის პერსპექტივას, ხოლო ჯერ მხოლოდ მისი მართვით მეგობრებში თავის მოწონება რად ღირს. დრონები სხვადასხვა ტიპისაა, ამიტომ გააჩნია რისთვის გსურთ მისი გამოყენება, თუკი გასართობად, ჰობისთვის ან დამწყები ხართ, აჯობებს შედარებით პატარა და ბიუჯეტური აირჩიოთ, ხოლო თუკი უკვე გამოცდილი დრონის პილოტი ხართ, შედარებით პროფესიონალური ნამდვილად დაგაინტერესებთ.

ბლუთუზ ყურსასმენი

მუსიკის მოყვარულებისთვის იდეალური საჩუქარი უთუოდ ახალი ყურსასმენი იქნება, რადგან ერთი აუცილებლად უკვე ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ არჩეული ყურსასმენი ერთდროულად ხარისხიანი, კომფორტული და უსადენო, ბლუთუზიანი იყოს, რათა ტელეფონთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს. ფართოდ გავრცელებული ფაქტია, რომ ნებისმიერი მელომანისთვის ყურსასმენებზე ბევრად კარგი საჩუქარი მხოლოდ და მხოლოდ ბლუთუზ ყურსასმენებია, რომელიც იდეალურ ჟღერადობას და ხარისხს მიანიჭებს.

ნოუთბუქი

ნოუთბუქი დღეს უკვე ყველას სჭირდება. პანდემიის პერიოდში თუ მას შემდეგ ეს ნივთი ყველაზე ახლობელი მეგობარი გახდა, რომელსაც დღის განმავლობაში მუშაობისთვის, სწავლისთვის თუ გართობისთვის ყველაზე მეტად ვიყენებდით. საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს, ან სწავლობს, ან სულაც თამაშობს.

პორტატიული დამტენი

ადრე შორეული ოცნება იყო, ტელეფონის დატენა ისეთ ადგილებში შესძლებოდა ადამიანს, სადაც დენის წყარო არ მოიპოვებოდა, ან ძაბვა განსხვავებულ სიხშირეზე მერყეობდა ან დენცქვიტა არ იყო. დღეს პორტატიული დამტენი სმარტფონთან ერთად უეჭველად წასაღებ საგნად იქცა. სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორ თავგადასავალშიც არ უნდა მოვხვდეთ, ტელეფონებთან ერთად ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი პორტატიული დამტენია, რომელიც ნამდვილად კარგი საჩუქარია.