რა არის საკრედიტო ბარათის უპირატესობები?
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2022 16:23
რა არის საკრედიტო ბარათის უპირატესობები?

 

საკუთარი ფინანსების მართვა ხელფასიდან ხელფასამდე, მთელი თვის მანძილზე თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს. ნებისმიერი ტიპის ინდივიდისთვის აუცილებელია, ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იყოს იგი, აკონტროლებდეს როგორც საკუთარ წონასა და გარეგნობას, ისე საფულესაც. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას დაწვრილმანებაა აუცილებელი და თითოეული ლარის აწონ-დაწონვა, უბრალოდ, როდესაც ფულის დახარჯვა გვაქვს კონკრეტულ საგანში განზრახული, უნდა გავთვალოთ რამდენის გადამხდელები ვართ და ფინანსური ზიანის მოყენება ხომ არ შეუძლია, რათა თვის ბოლოს არ მოგვიწიოს სხვადასხვა ბლოგების კითხვა, თუ როგორც გადავრჩეთ ბოლო 15 ლარით ხელფასამდე. მეორეს მხრივ კი, ამ ყველაფრის საპირწონედ, ზოგჯერ აუცილებელია უბრალოდ ზედმეტად ფიქრისგან გავთავისუფლდეთ და გართობა-დასვენებისათვის სწორედ რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც მეორე დღეს წამიერად სინანულში ჩაგვაგდებს. ასეა თუ ისე, თავად ინდივიდის გადასაწყვეტია საკუთარ ფინანსებს რას უზამს, მთავარია დაუხედავობისდა გამო, არ დაკარგოს, რისთვისაც აუცილებელია უსაფრთხოების მინიმალური რჩევების დაცვა.

ტექნოლოგიის განვითარებამ კაცობრიობისთვის ბევრი სიკეთე მოიტანა, საკრედიტო ბარათი კი უთუოდ ერთ-ერთი იმათგანია. ფინანსების კონტროლი და საბარათე ტრანზაქციები უფრო უსაფრთხო და კომფორტულია, შესაბამისად თანამედროვე ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც მაინც ქეშად შენახვა უჯობს. უახლეს რეალობაში უკვე ძალიან იშვიათია ისეთი სამსახურის პოვნა, სადაც თანამშრომელი ხელფასს ხელზე აიღებს, ყველასთვის კომფორტულია ბარათზე დარიცხვა შეთანხმებულ დროს, მისი გამოტანა კი ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი.

ბარათის ერთ-ერთი პატივსაცემი უპირატესობა მისი სიმარტივე და კომფორტულობა გახლავთ. მისი თან ტარება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ამინდში, არც დიდ ადგილს იკავებს და არც ისაა შესაძლებელი მესამე პირმა განზრახ თუ შემთხვევით საფულეში ყურება დაიწყოს თქვენი სიმდიდრის შესამოწმებლად, ანუ შეუძლებელს ხდის თანხის ზუსტი რაოდენობის დადგენას სხვისთვის, მაშინ, როდესაც ქეშად ტარებისას შეიძლება საკმაოდ შემაწუხებელი ამბავი გახლდეთ.

საკრედიტო ბარათს ცხოვრების უფრო გამარტივება შეუძლია, ხოლო ფინანსური პროცესების მართვას უფრო მეტად მოსახერხებელს ხდის, ამასთანავე ბანკები მუდმივად ცდილობენ შექმნან სხვადასხვა ინტერესების ადამიანებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურებები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ელექტრონული საფულე, სადაც შეგიძლიათ დანაზოგი დააგროვოთ.

როგორც წესი, საკრედიტო ბარათი ხელფასის დღეს ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად იქცევა ხოლმე. ბარათზე თანხის დარიცხვის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რაში გამოიყენებთ, როგორ გადაანაწილებთ და სად შეინახავთ. მაგალითად, შეგიძლიათ სრულად გამოიტანოთ და სხვადასხვა კრეატიულ ადგილას მიუჩინოთ თავშესაფარი, რომლის ადგილსამყოფელიც თქვენი და თქვენი კატის გარდა არავის ეცოდინება, ან შეგიძლიათ თანხა ბარათზე დატოვოთ და ონლაინ ბანკის მეშვეობით განახორციელოთ ნებისმიერი სახის ოპერაცია, ხოლო შოპინგისას უმარტივესად გადაიხადოთ ბარათითვე. საკრედიტო ბარათს დაცვის საუკეთესო მექანიზმი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია მონაცემები არავითარ შემთხვევაში არ გაუზიაროთ მესამე პირს. დაკარგვის შემთხვევაში კი, აჯობებს მაშინვე დაუკავშირდეთ ბანკს და მისი დაბლოკვა მოითხოვოთ, რათა უცხო პირმა არ ისარგებლოს, რის შემდეგაც მეორე ან მესამე დღეს უკვე ახალი იქნება მზად.