სვანეთში მოყვარული მოთხილამურეების ტურნირი „ზურულდი 2022“ ჩატარდა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2022 11:43
სვანეთში მოყვარული მოთხილამურეების ტურნირი „ზურულდი 2022“ ჩატარდა

 

პირველად მესტიაში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ემ თი ეის (მთის ტრასების სააგენტო M.T.A) ორგანიზებით, მოყვარულ მოთხილამურეებს შორის შეჯიბრი „ზურულდი 2022“ ჩატარდა.

გიგანტურ სლალომში ტურნირი ზურულდის მთაზე გაიმართა და მაში 70-მდე მოყვარული მოთხილამურე მონაწილეობდა. ღონისძიებას 20-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მესტიაში გამართული ტურნირის მიზანია სვანეთის ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია, სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ღონისძიების ფარგლებში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ღამით სრიალის შესაძლებლობა მიეცათ.  „ზურულდი 2022“ მესტიაში ყოველწლიურად ჩატარდება და მოყვარულ მოთხილამურეებს უმასპინძლებს მთელი საქართველოდან.