მთაწმინდის თასი 2022
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2022 13:51
მთაწმინდის თასი 2022

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით "ქუჩის კალათბურთი 3x3 " ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებაში რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში 10 გუნდი ასპარეზობდა. საპრიზო ადგილები 53-ე და 21-ე საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.

გამარჯვებულებს გამგეობის წარმომადგენლებმა თასი, სიგელები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.