საქართველოს ნაკრებმა მაკედონია 3:0 დაამარცხა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2022 08:09
საქართველოს ნაკრებმა მაკედონია 3:0 დაამარცხა

 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა და მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა.

მატჩი 3:0 დამთავრდა.

თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლის გატანა მეორე ნახევარში შეძლო - პირველი გოლი ზივზივაძემ, მეორე კვარაცხელიამ, მესამე კი კიტეიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ უკვე რამდენიმე მოგება დააფიქსირა.