მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით სპორტულ-ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2022 22:09
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით სპორტულ-ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სპორტულ-ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა.

აქტივობა სოფელ თვალივში, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე ჩატარდა, მასში 10 გუნდად დაკომპლექტებულმა 80-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 მონაწილეთა მიზანი სხვადახვა სპორტული და ინტელექტუალური დავალების შესრულება იყო. მათ მოუწიათ საჰაერო თოკების პარკში სხვადასხვა წინაღობის დაძლევა. ასევე, 12 სახის თიმ-ბილდინგ ტიპის თამაში „მხიარული სტარტები“, რომელიც ქულებით შეფასდა.

ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო.

ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ფიზიკური აქტივობებით დაკავება აუცილებელია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სხვადასხვა სახის სპორტულ ღონიძიებებში ჩავრთოთ რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები. როგორც იცით, ახლაც მიმდინარეობს „მთაწმინდის თასი 2022“ სხვადასხვა სპორტის სახეობაში. დღევანდელი ღონისძიებაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ვფიქრობ, ტრადიციულ სახეს მიიღებს,"-განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტი, მთაწმინდის რაიონის დაფინანსებით, სათავგადასავლო კლუბ "ჯომარდში" გაიმართა.