„რა სამარცხვინო კაცია, ეს მართლა ციკოლია! ერთ ადგილზე გაიკეთე შენი აქსესუარები“ - ზვიად ციკოლია სკანდალში გაეხვა, რატომ დაიმსახურა დიზაინერმა ხალხის რისხვა?
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2022 14:24
„რა სამარცხვინო კაცია, ეს მართლა ციკოლია! ერთ ადგილზე გაიკეთე შენი აქსესუარები“ - ზვიად ციკოლია სკანდალში გაეხვა, რატომ დაიმსახურა დიზაინერმა ხალხის რისხვა?

 

„თავში აუვარდა პოპულარობა“, „ზვიად ჩიტი ციკოლია, რა სამარცხვინო კაცია“, „მართლა ყველა საათი გააჩერე“ - ასე ეხმიანებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ცნობილ სამრეწველო დიზაინერს ზვიად ციკოლიას.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ციკოლიამ ფეისბუკის პირად გვერდზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს: ზოგი ლასკალაში სწავლის დაფინანსებას მთხოვს, ზოგიც კოლუმბიის უნივერსიტეტში. ქართულ სასწავლებლებზე ხომ საერთოდ აღარც არაფერს ვიტყვი 200-300 ლარიანები რამდენი მწერს. ჩემი რჩევაა პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთ“.

სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წამში, დიზაინერის პოსტი ფეისბუკის კედლიდან კედელზე გადადიოდა და აბსოლუტური უმრავლესობა მას უარყოფითად ეხმიანებოდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც.

იყვნენ ისეთების, რომლებიც ციკოლიას პოსტს ახსნას უძებნიდნენ და ამართლებდნენ:

მე ყველა სიტყვაში ვეთანხმები!! ამ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხმა აირჩია და 10 წელია, ეს მოცემულობა ხალხს მოსწონს, ამიტომ მიმართონ მთავრობას დაფინანსებისთვის... უკაცრავად რა“, - დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ადამიანების უმრავლესობამ კი დახმარების მთხოვნელებისთვის ცნობილი დიზაინერის დამოკიდებულების ასეთი ფორმით დაფიქსირება უარყოფითად შეაფასა:

„ნუ დაწერს მაინც, მჯერა რომ ბევრი სთხოვს ფულს, მაგრამ ასე საჯაროდ რა აუცილებელია ჟმოტობა. გული დამწყდა ძალიან“.

„თავში აუვარდა პოპულარობა“.

„როგორ მიყვარდა მისი საათები და ამ კაცმა როგორ დაუკარგა ფასი“.

„ზვიად ჩიტი ციკოლია რა სამარცხვინო კაცია“.

„200 - 300 ლარიანები - დასცინის თან. იფიქრე იფიქრე, აი ამას, როგორ პოსტავ?! რა სამარცხვინო სტატუსია!“.

„ეს მართლა ციკოლია! ერთ ადგილზე გაიკეთე მოხდენილად შენი აქსესუარები“.

„მართლა ყველა საათი გააჩერე“.

digest.pia.ge