გერმანიის საელჩო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2022 11:06
გერმანიის საელჩო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად

 

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის.

„მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.