თაბუკაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2022 14:22
თაბუკაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, თაბუკაშვილის ქუჩა N25-ში სპორტული მოედანი ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის მწვანე ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება ლედ განათება.

 სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.