7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება
ამობეჭდვა · 07 / 08 / 2022 18:13
7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება

 

7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე.

„დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა. 7-12 – აგვისტო 18:00-22:00 ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება. აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. 11 აგვისტო 20:00 ფილმის „შინდისის გმირები“ ღია ჩვენება/დასწრება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.