გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
ამობეჭდვა · 07 / 08 / 2022 22:50
გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

 

პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ.

შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების  მშობლებმა პრეზიდენტს შარშან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, 8 აგვისტოს პირადად მიმართეს. პრეზიდენტის ჩართულობითა და მხარდაჭერით, გორის მე-7 საშუალო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.