შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 02:41
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

 

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.