რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 11:12
რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

 

თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.