ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 11:18
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარემ ჩახერგა სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამასთან, კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.