შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 13:53
შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

 ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები შინდისში, დუმბაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ. მ ფართობზე გზა კაპიტალურად შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

აღნიშნულ მისამართზე საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.

სამუშაოებს, რომელიც მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, კონტრაქტორი კომპანია შპს „პარმა“ ასრულებს.