ირაკლი შიოშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2022 22:17
 ირაკლი შიოშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სახელობის  მემორიალი გვირგვინით შეამკეს

 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯმდომარემ - იოსებ ქარუმაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელობის  მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აღევლინა ეროვნული გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.

ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ახმეტელი ბესიკ მამიაურის საფლავზე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ახმეტის  კულტურის სახლში გაიმართა თემატური გამოფენა და ფილმის - ,,გიორგი ანწუხელიძე’’ ჩვენება.