ლარსის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2022 13:53
ლარსის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლარსის ქ. N1-ში წყალარინების ქსელი ეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 000 ლარია გამოყოფილი.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.