ახმეტაში, წყაროების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2022 20:42
ახმეტაში, წყაროების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს

 

დღეს, ქალაქ ახმეტაში, წყაროების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახმეტელმა მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება.

მონადირეების მიზანს ამ ჯიშის შენარჩუნება, გამრავლება და მათი ბუნებაში გაშვება წარმოადგენს.

მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ერთად ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას.