“ძალიან ცუდი რამე სჭირთ ჩვენთან კაცებს…”-ბაია პატარაია
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2022 14:22
“ძალიან ცუდი რამე სჭირთ ჩვენთან კაცებს…”-ბაია პატარაია

 

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ქართველი კაცების ხასიათთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

“ძალიან ცუდი რამე სჭირთ ჩვენთან კაცებს, ჰგონიათ, რომ ყვირილის და აგრესიის გამოხატვის უფლება აქვთ, თანაც უმიზეზოდ, მითუმეტეს ქალს თუ უნდა დასჩხავლონ.

მასეთ კაცს მარტო ის აჩერებს უარესად თუ დასჩხავლებ თავზე და თან იმასაც მიანიშნებ, რომ ტრაკს თუ არ დააყენებს, შარი მერე ნახოს.

 რამ გამახსენა და მსუბუქმა ავარიამ, მე რომ დავატორმუზე და მანქანა რომ მომეჯახა. ეგრევე ყვირილი დამიწყო, არადა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მისი ბრალი იყო. მეთქი პატრულს ვურეკავ, მანქანა დაზღვეულია. უმატა და უმატა ყვირილს, თათხვას, რომ თურმე ჩვენ (ალბათ ქალებმა) არ ვიცით მანქანის ტარება და ა.შ. ცხადია, საკადრისი პასუხი მიიღო და ბოლოს აქეთ მომედავა ზრდილობასა და განათლებაზე.

მოკლედ, კაცებს თავისი კაცობა ხშირად ატუტუცებთ და ქალის გაწონასწორებულობას და ზრდილობას ქალისსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ. იცით რამდენ ქალს არ შეუძლია ტუტუც და უზრდელ კაცთან გამკლავება? იმიტომ რომ ყვირილი და ჩხუბი არ შეუძლიათ.

ამიტომაა ჩემი თანამშრომელი იქნება თუ სტუდენტი, თუ შევამჩნიე, რომ გოგო ხმადაბლა საუბრობს და თან ხმას ვერ უმატებს – ვშფოთავ. სპეციალურად შორს ვჯდები და “არ მესმის, ხმამაღლა. იყვირე. გაბრაზდი და მიყვერე თქო” ვასწავლი. ბევრი შემომედავება, რა საჭიროა, მაგრამ საჭიროა… სანამ მე ამ სამყაროს შევცვლი (ეს ირონიაა), მანამდე ქალებმა ამ სიველურეში თავის გატანა უნდა შეძლონ.

პ.ს. კარგი ის იყო, რომ იქვე სტაიანშიკები აღმოჩნდნენ ძაან საყვარელი ტიპები. “როგორა ხარ, ბაია?” მომადგა ჯერ პირველი ასაკოვანი კაცი . მერე მეორე მოიყვანა, ხელი აწია, სიმაღლეში გაზომა ეს კაცი, მერე მუცელზე ხელი მიადო და მეუბნება, ეს ნახევრად პატარაიააო. ეს გაზომილი კაცი შორეული ნათესავიც აღმოჩნდა, ბაბუაჩემს იცნობდა და ვინც ბაბუაჩემს იცნობდა, ყველას ძალიან უყვარდა ის. კაი იყო ბაბუას გახსენება”, – წერს პატარაია.