ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2022 19:22
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა

 

მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ. 

„შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაი დისკომფორტს აღარ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარი კაპიტალურად 13 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები. ხოლო ბორდიური, 2 900 გრძივ მეტრზე მოეწყო. 

ინფრასტრუქტურული პროექტი,  მთაწმინდის რაიონის გამგეობის  კონტრაქტორმა კომპანია შპს „პარმამ“  განახორციელა,  რომლის სახელშეკრულებო ღირებულება  1 800 000 ლარი შეადგინა.