საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნება
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2022 17:11
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნება

 

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკისა დავაკა ისტეიტისერთობლივი პროექტის ფარგლებში  119-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. მასში განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. სასტუმრო  გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და  საუნას.  ასევე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი და .

გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, - განმარტა სასტუმროს წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა

მოხარული ვართ, რომ ბანკის ჩართულობით გორს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.