წავკისში, უძოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2022 16:19
წავკისში, უძოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

ამჯერად, წავკისში, უძოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიური მოეწყო.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.