თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს, ისმოდა სროლის ხმა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2022 19:57
თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს, ისმოდა სროლის ხმა

 

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ტერიტორია დატოვა სამართალდამცველების ავტომობილმა, რომელსაც ადგილზე მყოფები ტაშით და შეძახილებით „ყოჩაღ“.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

imedinews.ge