ენტონი ბლინკენი - პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2022 10:14
ენტონი ბლინკენი - პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან

 

პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერში“ დაწერა.

„პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი.