ილია დარჩიაშვილი - მოხარული ვარ, რომ შევხვდი პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუს, საქართველოსადმი მხარდაჭერა გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2022 11:52
ილია დარჩიაშვილი - მოხარული ვარ, რომ შევხვდი პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუს, საქართველოსადმი მხარდაჭერა გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.

როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და პოლონეთის თანამშრომლობა ინარჩუნებს განვითარების კარგ დინამიკას და საქართველო მზად არის, გააძლიეროს იგი შემდგომში.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს კარგ მეგობარს და მხარდამჭერს, ჩემს პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს. საქართველოსა და პოლონეთის თანამშრომლობა ინარჩუნებს განვითარების კარგ დინამიკას და ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ იგი შემდგომში. პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე“, – წერს დარჩიაშვილი.