ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2022 21:22
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში 18 სექტემბერს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.