თეა წულუკიანი - გახარიას ჰკითხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე, ერთ-ერთი მატ­ჩის დროს გა­მო­ვი­ა­რე, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, ბა­ბუ­ა­ჩე­მის საფ­ლავ­თან ვარ
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2022 22:29
თეა წულუკიანი - გახარიას ჰკითხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე, ერთ-ერთი მატ­ჩის დროს გა­მო­ვი­ა­რე, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, ბა­ბუ­ა­ჩე­მის საფ­ლავ­თან ვარ

 

გახარია ოპო­ზი­ცი­ას­თან უფრო ახ­ლო­საა, ვიდ­რე ჩემ­თან და მას ჰკითხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე , – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანმა უპასუხა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვას, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ არის ის უგუნური, ვინც ახალი სპორტის სასახლე სასაფლაოსთან დაგეგმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, უხერ­ხუ­ლო­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დი­დიც არა­ფე­რი შავ­დე­ბა. 

„ბატო­ნო ალე­კო, არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი და სა­ხე­ლი, ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ის იქ აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. შე­მიძ­ლია გა­ვი­გო, მაგ­რამ არ მგო­ნია, დიდად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ეს იყო გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბის დროს. მგონი, დღეს ის ოპო­ზი­ცი­ას­თან უფრო ახ­ლო­საა, ვიდ­რე ჩემ­თან და ჰკი­თხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე. გე­თან­ხმე­ბით, რომ ეს, რბი­ლად რომ ვთქვათ, უხერ­ხუ­ლია. რო­დე­საც ერთ-ერთი მატ­ჩის დროს წა­მო­ვე­დი, გა­მო­ვი­ა­რე სა­საფ­ლაო. რო­გორც წესი ტე­ლე­ფონ­ში მაქვს ხოლ­მე თავი ჩარ­გუ­ლი, ვმუშაობ, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, რომ ბა­ბუ­ა­ჩე­მის საფ­ლავ­თან ვარ. გად­მო­ვე­დი შუ­ა­ღა­მი­სას, გა­ვა­ო­ცე დაც­ვაც, მძღო­ლიც. ტრა­გი­კო­მე­დი­აა. ეს ასეა, მო­ცე­მუ­ლო­ბაა. თუ იმის ინ­სი­ნუ­ა­ცია გინ­დათ, მი­ნის­ტრად რომ და­ი­ნიშ­ნე, სხვა­გან რა­ტომ არ გა­და­ი­ტა­ნე სხვაგან, არას­წო­რი შე­კითხვაა და უტო­პი­აა. რა­ცაა იმას უნდა გა­ვუ­ღი­მოთ, რადგან ეს მარ­თლა არის სა­ა­მა­ყო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. უხერ­ხუ­ლო­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დი­დიც არა­ფე­რი შავ­დე­ბა. შავ­დე­ბა მხო­ლოდ ის, რომ პარ­კინ­გი გვაქვს მო­სა­წყო­ბი. ამა­ზე თა­ვი­დან არა­ვინ იფიქ­რა. მაგ­რამ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და ცო­ცხლე­ბი რომ ერ­თად ვართ, უხერ­ხუ­ლო­ბას ამა­ში ვხე­დავ, მაგ­რამ აქედან შევ­ქმნა სა­დე­პუ­ტა­ტო კი­თხვა, ამას ვერ ვი­ზი­ა­რებ. მი­თუ­მე­ტეს იმ საფ­ლავ­ზე მის­ვლა შუ­ა­ღა­მეს ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და“, – განაცხა თეა წულუკიანმა.