27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2022 14:15
27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა

 

27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

„ტურიზმის ინდუსტრიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს!

სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

ტურიზმის სექტორმა პანდემიურ პერიოდში ურთულესი გზა გაიარა. ჩვენ თქვენთან ერთად, აქტიური თანამშრომლობით; საჰაერო წვდომის გაუმჯობესებით; საერთაშორისო მარკეტინგით და წამყვანი მედიაპლატფორმების გამოყენებით, შევძელით ტურიზმის აღდგენის ეფექტური დინამიკის შენარჩუნება და საერთაშორისო ვიზიტორებში ტურისტული ნაკადების გაზრდა. შედეგად, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის აგვისტოს თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.

ამ დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 40 წელზე მეტია აღნიშნავს, პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი გახდა ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მიდგომებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა; ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის. საქართველო ამ მიმართულებითაც აქტიურად პოზიციონირებს და ეს, მომავალშიც გაგრძელდება!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას! #rethinkingtourism #worldtourismday2022“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.