მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ამობეჭდვა · 14 / 11 / 2022 12:11
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური გზების მოწესრიგება გრძელდება. გზის საფარი მ. თუმანიშვილის ქ. N10 კორპუსის მიმდებარედ სრულად რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.