ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2022 17:42
ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ავარიული სახლების გამაგრებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, ბესიკის ქ. N27-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 297 757 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე განათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.