ალექსანდრე ელისაშვილი: რას აკეთებთ იმისთვის, რომ საარტილერიო სისტემები ვიყიდოთ დ თავდაცვა და უსაფრთოხება გაძლიერდეს
ამობეჭდვა · 18 / 11 / 2022 17:15
ალექსანდრე ელისაშვილი: რას აკეთებთ იმისთვის, რომ საარტილერიო სისტემები ვიყიდოთ დ  თავდაცვა და უსაფრთოხება გაძლიერდეს

„ახლა ბიუჯეტზე ვმსჯელობთ. ძალიან ცოტაა იქ თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები.  თავდაცვის მინისტრი იყავით და იცით რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცა ჩავკეტოთ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები ვიყიდოთ.  რას აკეთებთ იმისთვის, რომ საარტილერიო სისტემები ვიყიდოთ, რომ, ზოგადად, თავდაცვა და უსაფრთოხება გაძლიერდეს და  ვერავინ ვერაფერს  გვიბედავდეს“,- ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

დეპუტატმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯები არ არის საკმარისი.