ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი - ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია, ქართველ ხალხს კი ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2022 23:47
ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი - ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია, ქართველ ხალხს კი ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ

 

ბორჯღალოსნების მიერ უელსის უძლიერესი ნაკრების კარდიფში (13:12) დამარცხებამ სარაგბო სამყარო აალაპარაკა. საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოლოცვებს იღებს.

„სანამ ჩვენ მოლოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ჯორჯის შტატის რაგბის კავშირი (ამერიკის შეერტებული შტატები) და ჩვენ დღეს უელსისთვის არ მოგვიგია. თუმცა, მადლობა! ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – ვკითხულობთ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.