მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2022 14:35
მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  ე. ტატიშვილის ს ქუჩა N19-ში  წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები იცვლება, ასევე, მონტაჟდება საკომუნიკაციო ჭები.

აღნიშნულ მისამართზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას  წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 697 ლარია გამოყოფილი.