ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2022 12:13
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ამომრჩევლების წინაშე მთავარია გულწრფელობა.

„ყველა ადამიანი, ვინც კი პროცესში არის ჩართული არასაჯაროდ, თუმცა ძალიან აქტიურად, შეიძლება ითქვას, თხემით ტერფამდე, ვფიქრობ, არ უნდა იყოს დასამალი. ზოგადად, გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი.

გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მოვა ამ ყველაფრის დრო. ვფიქრობ, თუ ვინმე არის ღირსი, არა მხოლოდ ის იცოდეს, რა არის სტრატეგიული გეგმა ამა თუ იმ კანდიდატის, არამედ სად დგახარ და ვინ არის შენი დასაყრდენი, რამდენად თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ხარ, გაქვს რეალურად გავლენა პროცესზე, რომელშიც მონაწილეობ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.