კელი დეგნანი - დეოლიგარქიზაციის კანონი არის კომპლექსური და ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ, შეისწავლონ, გააკეთონ დასკვნები
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2022 13:32
კელი დეგნანი - დეოლიგარქიზაციის კანონი არის კომპლექსური და ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ, შეისწავლონ, გააკეთონ დასკვნები

 

დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა გადაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ეს საქართველოსგან, ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგანაც ესენი არიან ინსტიტუტები, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან“.

„მე მგონი, არსებობდა რაღაცა დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.