ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოლოდინები გავამართლოთ
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2022 10:46
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოლოდინები გავამართლოთ

 

ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან, ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში გამართული სხდომის დასასრულს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით.

„არ მგონია, ჩვენ ახალი პროცედურები გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ.