ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2022 10:13
ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს. ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროექტები „საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“.

პრემიერმა ხელმოწერაზე უარიც განმარტა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორგანიზაციის მუშაობის „ფიასკოდ“ წარმოჩენისკენ არის მიდრეკილი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.