ვერაზე წყალარინების ქსელი ეწყობა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2022 13:25
ვერაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქ. N26-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, სრულად გამოიცვლება წყალარინების ქსელი: შეიცვლება მილები და დამონტაჟდება საკომუნიკაციო ჭები. პროექტის შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ათეული წლების განმავლობაში არსებული, წყალარინების გაუმართავი ქსელის პრობლემა მოუგვარდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 665 ლარი დაიხარჯება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე განათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.