გიორგი ვაშაძე - ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე, ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ
ამობეჭდვა · 06 / 01 / 2023 12:46
გიორგი ვაშაძე - ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე, ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ

 

ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე. ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაიკლ მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს საქართველოს მოქმედ მთავრობასთან დასავლეთის დამოკიდებულების ახალი ეტაპია.

„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან.

მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია დასავლეთის ქოც მთავრობასთან დამოკიდებულების.

დიდხანს, უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოც მთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ!

ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე!

ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ!

თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება, აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა!

ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“, – წერს გიორგი ვაშაძე.