
ჩემი მოსაზრებაა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მიერთებული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული და ადამიანის უფლებების კონვენციები დაარღვიეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მტკიცებულებებზე და საქმეებზე დაფუძნებული.
„ჩვენი მოვალეობაა ადვოკატებს და იმ ადამიანების დავეხმაროთ მასალების შეგროვებაში, ვინც ჩართულია დღეს სიის შემუშავებაში ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკურ კონტექსტში. ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მუშაობს იურისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ საქმეზე. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ პოლიტიკურ ნაწილში დღეს იურისტებს გადაეცემათ. ჩარჩოს და პოლიტიკური განზომილების ჭრილში ყველა მიმართულებას, მათ შორის სამართლებრივ მიმართულებას გავივლით. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მიერთებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული და ადამიანის უფლებების კონვენციები დაარღვიეს. პოლიტიკური ნაწილი სხვა შეფასების კრიტერიუმია. ჩვენ შეგვიძლია, სია უსასრულოდ გავზარდოთ, მაგრამ ვფიქრობ უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მტკიცებულებებზე და საქმეებზე დაფუძნებული, მათ შორის როგორიც არის სახალხო დამცველის, რომელიც ინსპექტორის სამსახურს დასკვნებში აქვს გამოტანილი. ამ სიას ძალიან საქმიანად ვუდგები, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია.
„იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონკრეტულად ჩართული იყო არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობაში მიხელ სააკაშვილის მიმართ და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ის კადრები გაევრცელებინა, რომელიც გავრცელდა. გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის მიმართ მას არ ჰქონოდა ის დამოკიდებულება, რომელიც არის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გათავისება. მტკიცდება ადამიანის უფლებები კონვენციის დარღვევა ამ ადამიანის მიერ.
სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია. ე.წ. მაგნიტსკის სია საერთაშორისო გლობალური აქტია, რომელშიც შედის ყველა ის ადამიანი, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს საქართველოს ნოუ ჰაუ და საქართველოში მოგონილი აქტი არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |