ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2023 08:58
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ! ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ ვ.კიკაბიძის ოჯახს, მის ახლობლებს და მეგობარ ქართველ ხალხს. კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში და ცალსახად განასახიერებს აგრეთვე სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას“, – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილში.