სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2023 08:59
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია

 

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. ტუნისის გრან პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15- 8 დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ქართველ მოფარიკავეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული აქვს.  სანდრო ბაზაძე გასული ზაფხულიდან მოყოლებული მეხუთე ტურნირზე გამოვიდა და სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.