ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოშია
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2023 15:22
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოშია

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.