
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, თქვენ რომელს ეთანხმებით? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – 37%; საქართველოს არასწორი მიმართულებით ვითარდება – 31%; საქართველო საერთოდ არ იცვლება – 26%.
ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება კი, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გაიზარდა.
ასევე, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. შეკითხვაზე, ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად ან დაუცველად გრძნობთ თავს საქართველოში? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაცულად – 66%, დაუცველად 34%, არ ვიცი – 1%.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |